რა ღირს სუროგატი დედობა საქართველოში
სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში 3 036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული. ხოლო 2012 წლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით სუროგაციის გზით საქართველოში 5 393 ბავშვი დაიბადა.
სუროგატი დედებისთვის გადასახდელი თანხა საქართველოში საშუალოდ 25 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, რამდენიმე ცენტრში სუროგაციის პროგრამაში მონაწილე სუროგატი დედისთვის გასაცემი თანხა ასე გამოიყურება:
- სუროგატ დედაზე ემბრიონის გადაცემის დღეს - 300 ევრო
- პირველი ექოსკოპიის შემდეგ - 300 ევრო
- ყოველთვიური გადასახადები სუროგატ დედაზე - თვეში 400 ევრო, რაც, შესაბამისად, 9 თვის განმავლობაში უდრის 3 600 ევროს
- მშობიარობის შემდეგ გადასახდელი თანხა - 21 000 ევრო