საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა?
დღეს სრულიად ქართული საზოგადოების ყურადღება დინამო არენასკენ იქნება მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.
გამარჯვების შემთხვევაში, ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.ქართველი გულშემატკივრებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო სანიოლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ.
უეფას ოფიციალური საიტის თანახმად, საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი
მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი.
ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი.
ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.
ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა. იხილეთ სრულად