8 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სოციალურ ქსელში ნაპოვნი საყვარელი მეუღლე და ქალიშვილი უჩვეულო სახელით- ბუდუ ზივზივაძე ოჯახზე, კარიერასა და მიზნებზე
წუხელ ფეხბურთის ქარველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული დღე იყო. მთელი ქვეყანა სიხარულისა და სიამაყის ემოციებმა მოიცვა. უმნიშვნელოვანეს მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და საოცნებო ფინალის საგზურიც მოიპოვა.
ნაკრები ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.გუშინდელი მატჩის მთავარი პერსონა ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე იყო. ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემციები აჩუქა.
"როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში კვარა რომ დაგვემატება, კვარამ მიხედოს მეთქი, ეგრეც მოხდა... უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ" - განაცხადა მატჩის შემდეგ ბუდუმ.
ბუდუ ზივზივაძის ოჯახი ქართველ თავდამსხმელს მეუღლე და გოგონა, სახელად შაი ჰყავს. ოჯახი მასთან ერთად უნგრეთში ცხოვრობს. ბუდუს მეუღლე. ნინი კვერნაძე, ისევე როგორც თავად ბუდუ, ქუთაისელია და მათ ერთმანეთი წლების წინ სოცილაურ ქსელში გაიცნეს.
"როგორც დღეს არის, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი არ იყო. ორივე ქუთაისიდან ვართ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის სიმპათია პირველსავე შეხვედრიდან გაჩნდა, რომელიც შემდგომ განვითარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის "დინამოში" თამაშობდა. რომ დავინახე, გარეგნობით ძალიან მომეწონა. იყო საკმაოდ მორცხვი, თავმდაბალი. ბუდუ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. გაცნობიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ეს არ ყოფილა ახლობლების, მეგობრების თანდასწრებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ძალიან იშვიათად ვკამათობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ვართ. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუმცა ამას მივეჩვიეთ, ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. შესაბამისად, კამათიც თითქმის არ გვაქვს" - ამბობდა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ნინი.