"მანქანის გასაყიდად იყო წასული... 10 დღე ეძებდნენ და მანქანაში ნახეს გარდაცვლილი" - რა არის ცნობილი ამერიკაში გარდაცვლილ დათო ბუზალაძეზე?
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ნუცა ბუზალაძის ნახევარძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს. რა მოხდა ზუსტად, არავინ იცის, თუმცა ცნობილია ის, რომ 40 წლის დათო ბუზალაძე 11 მარტს გაუჩნარდა და ამის შემდეგ მისი ძებნა დაიწყეს.
"იძებნება დათო ბუზალაძე, 40 წლის. ცხოვრობს ფილადელფიაში. დაკარგულია ასევე მისის მანქანა, შავი toyota Tundra, 11 მარტის მერე არავისთან უკონტაქტია.თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ მომწეროთ" - ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა ფეისბუქის ჯგუფში "ქართველები ფილადელფიაში.
როგორც ამავე პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ბუზალაძე მანქანის გასაყიდად წავიდა და ამის შემდეგ აღარავის შეხმიანებია. ბოლოს ბენსალემში შენიშნეს და აქედან მისი კვალი გაქრა. გუშინ მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
დათო ბუზალაძე ნუცას ნახევარძმა იყო, მათ საერთო მამა ჰყავდათ. დათოს დედა კი ბერძენი იყო.
"დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს არ ვიცი. თითქოს ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს, რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის ბავშვობიდან, როგორც გულის ნაწილი, ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი იმას, რომ ფაქტობრივად დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა რატომ მე თვითონაც ვერ ვხვდები..
ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი რასაც დღეს ვგრძნობ არ გამინელდება არასდროს! დათო შენ ძალიან კარგი ძმა იყავი, კარგი მეგობარი , კარგი შვილი, კარგი მეუღლე კარგი მამა და შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი! მადლობა ამისთვის, მოგვენატრები ყველას და მაპატიე გთხოვ მაპატიე რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე. მიყვარხარ და მეყვარები მუდამ" - წერდა გუშინ ნუცა ბუზალაძე.