"ურთიერთობაში მთავარი ჰარმონიული სექსია... ქალმა ყოველთვის უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, კაცმა კი იცოდეს, რომ მისი კარგად ესმით" - ალექსანდრა პაიჭაძის გულახდილი პასუხები
მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
ალექსანდრა პირველ ქორწინებაში გიორგი ხატიაშვილთან იმყოფებოდა. წყვილს ერთი შვილი, დემეტრე შეეძინა, თუმცა ეს ურთიერთობა მალე დამთავრდა. ორი წლის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრა მეორე შვილს ელოდებოდა, მას და ბიზნესმენ დავით კოდუას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ვიქტორია დაარქვეს.
სწორედ ამ დღიდან მოდელის პირადი ცხოვრებაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა. რამდენიმე თვის წინ მედია წერდა, რომ წყვილი დაშორდა და კოდუა მეუღლეს დაუბრუნდა, თუმცა თავად ალექსანდრა ამას უარყოფდა.
დეკემბერში შემდეგ ალექსანდრამ და კოდუამ დუბაიში იმოგზაურეს. რომანტიკული ვოიაჟის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები მოდელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ჭორებს შეიძლება ითქვას, რომ წერტილი დაუსვა.
ალექსანდრაც ხშირად უზიარებს გულშემატკივარს ფოტოებსა და ვიდეოებს სადაც მისი ცხოვრების სტილი ჩანს. ასევე აქტიურად პასუხობს გამომწერების კითხვებს. ამჯერადაც მას ურთიერთობაზე ჰკითხეს:
- მთავარი რა არის ურთიერთობაში?
- რომ ქალმა ყოველთვის უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, კაცმა კი იცოდეს, რომ მისი კარგად ესმით. და ასევე აუცილებელია გადასარევი სექსი. სექსში ჰარმონიის მიღწევა და მაქსიმუმი ეფექტის მიღება შესაძლებელია, თუ წყვილს უყვარს ერთმანეთი და ამ საკითხს ხმამაღლა განიხილავს, ასევე პროფესიონალი სექსოლოგისა და ფსიქოლოგის დახმარებით. იხილეთ სრულას