რა ღირს კინოთეატრებში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები?
კინოთეატრ „ამირანის“ დიდი დარბაზიც საქართველო-საბერძნეთის მატჩის ჩვენებას დაეთმობა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ამირანი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„26 მარტს, 21:00 საათზე - ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კინოთეატრ ამირანში”, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც კინოთეატრის მიერ გამოქვეყნებული კინოაფიშიდან ირკვევა, ბილეთის ფასი 20-25 ლარის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, ისტორიული მატჩის ჩვენება გაიმართება კავეა სითი მოლში, კავეა სითი მოლი საბურთალოზე და კავეა გალერიაშიც. ფასი ამ შემთხვევაშიც 20-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება. აღნიშნული საფინალო თამაში გადაწყვეტს, ევროპის ჩემპიონატზე რომელი გუნდი იასპარეზებს