"წესით, ფეხბურთის დროს არ უნდა იწვიმოს" - როგორია დღევანდელი და უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?
საქართველო ისტორიული მატჩის მოლოდინშია. გულშემატკივრებს აინტერესებთ ყველაფერი დღევანდელი მატჩის შესახებ, განსაკუთრებით კი ის, თუ როგორი ამინდი ელოდებათ სტადიონზე საგულშემატკივროდ მისულებს.
AMBEBI.GE დეტალური პროგნოზისთვის დაუკავშირდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროს სვეტლანა ნიორაძეს:"დღეს დაიწყო დასავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელება. აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში წვიმას ველოდებით. მაღალ მთაში თოვლს. თბილისში უკვე წვიმს და თუმცა, 4-5 საათისთვის, სავარაუდოდ, შეწყდება წვიმა, წესით, ფეხბურთის დროს არ უნდა იწვიმოს და ქარი გაძლიერდეს. ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების. ძლიერი ქარია მოსალოდნელი და რამდენად შეუშლის ხელს ფეხბურთელებს თამაშში, მაგის პროგნოზის მე ვერ გავაკეთებ.
ძლიერი ქარი თბილისში და ზოგადად საქართველოში მთელი ღამე იქროლებს და ხვალაც, მთელი დღის განმავლობაში. იხილეთ სრულად