"ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი დღეა... ბიჭს ველოდები" - ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელი სიურპრიზი და იქ მყოფთა ემოციები
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან, წყვილი ბიჭს ელოდება. ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
“ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი დღეა. საპანას არხიდან გავაჟღერებ, რომ ბიჭს ველოდები" - თქვა კვარამ. ვიდეოს GEO TEAM ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე რამდენიმე თვის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.