რა თქვეს მწვრთნელებმა ისტორიული მატჩის შემდეგ, რა შეფასება მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და გერმანიაში ვისთან და როდის ითამაშებს ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე? | Allnews.Ge

რა თქვეს მწვრთნელებმა ისტორიული მატჩის შემდეგ, რა შეფასება მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და გერმანიაში ვისთან და როდის ითამაშებს ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე?

ის­ტო­რია და­წე­რი­ლია - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ურ­თუ­ლეს და ძა­ლი­ან და­ძა­ბულ მატჩში სა­ბერ­ძნე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" და­ა­მარ­ცხეს.

მატ­ჩის ბედი 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა. ამ ე.წ. სა­ფეხ­ბურ­თო ლა­ტა­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

მატ­ჩის შემ­დეგ ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა.

ვილი სა­ნი­ო­ლი:

sanioli-38690-1711525808.jpg

"ადრე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სწო­რედ ამის ახ­სნას ვცდი­ლობ­დი, რომ შე­დე­გებს თვე­ე­ბი და წლე­ბი სჭირ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, წას­ვლა­ზე არც არას­დროს მი­ფიქ­რია, რად­გან აქ თავს კარ­გად ვგრძნობ, ჩემს ირ­გვლივ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მათ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა...

პე­ნალ­ტებ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ვი­ვარ­ჯი­შეთ. რო­დე­საც პე­ნალ­ტე­ბის სე­რია გი­წევს, არას­დროს იცი, ვინ და­ას­რუ­ლებს თა­მაშს და შე­სა­ბა­მი­სად, ვინ და­არ­ტყამს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ და გა­ვი­გეთ, ვინ იყო მზად და­სარ­ტყმე­ლად.... ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა პირ­ველ­მა თქვა, მე და­ვარ­ტყა­მო და არც გამ­კვირ­ვე­ბია - ის ფან­ტას­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბაა, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს და ნაკ­რებ­ში სი­ტუ­ა­ცია მისი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა."

ზო­გა­დად, არ მინ­და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მოვ­ყო, ყვე­ლა კარ­გია, თუნ­დაც დვა­ლი, რო­მელ­მაც ფან­ტას­ტი­კუ­რად ითა­მა­შა, მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პე­ნალ­ტიც მისი თა­მა­შის ამ­სახ­ვე­ლი იყო. ასე­ვე, და­ვი­თაშ­ვილ­მა, მი­ქა­უ­ტა­ძემ, არა­ვინ მინ­და გა­მომ­რჩეს... აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო კვეკ­ვეს­კი­რი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან წა­გე­ბის მერე ყვე­ლა­ზე მეტს ტი­რო­და. მას არ უწევს ბევ­რი თა­მა­ში, მაგ­რამ ბოლო პე­ნალ­ტი და­არ­ტყა და კარ­გი მა­გა­ლი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აჩ­ვე­ნა და მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ჭებს!" იხილეთ სრულად

myquiz