ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც "დინამო არენაზე", თერთმეტმეტრიანების დროს საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა?
პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს ქართველების მწვრთნელის ვილი სანიოლის გვერდით მყოფი მამაკაცი პენალტების სერიის დროს როგორ ლოცულობს. როგორ ირკვევა, ის მთავარი მწვრთნელის ტუნისელი თანაშემწე ადელ ჩედლია.
"გუშინდელი დღიდან ბევრი კადრი დაგვრჩება მეხსიერებაში კიდევ დიდხანს. ეს ერთ-ერთია: სანიოლის თანაშემწე, ტუნისელი ადელ ჩედლი, პენალტების დროს ლოცულობს საქართველოს გამარჯვებისთვის", - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
რა არის ცნობილი ადელ ჩედლიზე?
ადელ ჩედლი 1976 წლის 16 სექტემბერს დაიბადა, ტუნისელ ფეხბურთელი თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და ჰქონდა წარმატებული კარიერა, 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ნაკრებთან.
მისი დებიუტი ზრდასრულთა გუნდში შედგა 1994 წელს, თამაშობდა საფრანგეთის, კერძოდ, "სენტ-ეტიენის" რიგებში, სადაც გაატარა სამი სეზონი, მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატის 33 მატჩში. იხილეთ სრულად