"თავის და ოჯახის გადასარჩენად წლებია, რესტორანში ვმუშაობ" - როგორია ერთ დროს ცნობილი გოჩა ჭაბუკაიძის დღევანდელობა? | Allnews.Ge

"თავის და ოჯახის გადასარჩენად წლებია, რესტორანში ვმუშაობ" - როგორია ერთ დროს ცნობილი გოჩა ჭაბუკაიძის დღევანდელობა?

მა­სობ­რი­ვად 10 წლის წინ მე­გა­შოუ „ნი­ჭი­ე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს. იმ­ხა­ნად პრო­ექ­ტში, 47 წლის გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძის ნამ­ღერ­მა მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია. კონ­კურ­სზე მარ­ტო მი­ვი­და და თქვა, რომ იმ გა­მოს­ვლით ხმის მიწ­ვდე­ნა საფ­რან­გეთ­ში მყო­ფი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის სურ­და. ქა­ლიშ­ვილ­საც მი­აწ­ვდი­ნა ხმა და ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლე­ბიც და­ი­პყრო.

ბა­ტო­ნი გოჩა რეს­ტორ­ნის მუ­სი­კო­სია, ასე იყო "ნი­ჭი­ერ­ში" მის­ვლამ­დე - ამ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მღე­რის როკს და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ხა­რე­ბას კი­თხუ­ლობს. ამ­ბობს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და მო­წი­წე­ბით აბა­ლან­სებს. არის პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ავ­ტო­რი. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი...

რო­გორც ამ­ბობს, ცხოვ­რე­ბა მის­თვის საკ­მა­ოდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა - სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში არა­ერ­თხელ ჩა­ხე­და... ახლა სწო­რედ იმ გან­საც­დე­ლებს იხ­სე­ნებს, რის პი­რის­პი­რაც სხვა­დას­ხვა დროს აღ­მოჩ­ნდა.

chabukiani-1711699192.jpg

- 12 წლის ვი­ყა­ვი, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში რომ მოვ­ყე­ვი. ოღონდ, ის ამ­ბა­ვი იქი­დან მახ­სოვს, თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე და ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რა დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. რა რო­გორ მოხ­და, ამის შე­სა­ხებ რაც ვიცი, უკვე სხვე­ბის მო­ყო­ლი­ლით. და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სუ­ლი პა­ტა­რა ბავ­შვი სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი. იმა­ვე ნა­თე­სა­ვებს მოვ­ყავ­დი, ვინც წა­მიყ­ვა­ნა... მძღო­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად და­იბ­ნა და იმის­თვის, რომ პი­რის­პირ მო­მა­ვალ უზარ­მა­ზარ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას არ შეს­ჯა­ხე­ბო­და, მკვეთ­რად და­ა­მუხ­რუ­ჭა, ასე­ვე მკვეთ­რად მო­უხ­ვია და იქვე არ­სე­ბულ ბოძს ისე შე­ას­კდა, რომ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მჯდომ­მა სა­ქა­რე მინა თურ­მე თა­ვით გა­ვი­ტა­ნე. ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გი მოჰ­ყვა... მქონ­და ტვი­ნის შერ­ყე­ვის მძი­მე ფორ­მა, ფეხი ბარ­ძაყ­ში იყო ამო­ვარ­დნი­ლი. სა­ხე­ზე ისე­თი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი ცნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო - 40 ნა­კე­რი მქო­ნა (ამის კვა­ლი ახ­ლაც მე­ტყო­ბა)... ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სის­ხლიც და­მი­კარ­გავს და სი­ცო­ცხლის ნი­შან-წყა­ლი აღარ მე­ტყო­ბო­და... მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ რო­გორ­ღაც გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი... გუ­ლის კუნთში ად­რე­ნა­ლი­ნი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ამის შემ­დეგ ამო­მიკ­ვნე­სია და ამით მიხ­ვდნენ, რომ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბით მთე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო შეძ­რუ­ლი იყო. თბი­ლი­სი­დან პრო­ფე­სო­რიც ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ათ...

- სად მოხ­და ეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა?

- ბორ­ჯო­მი-ახალ­და­ბის გზა­ზე. ეს ად­გი­ლი საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის კუ­თხით ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლა. ასე მოვ­ხვდი, სუ­რა­მის ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მან­ქა­ნას, რო­მელ­საც ეს ტრა­გე­დია შე­ემ­თხვა, თურ­მე უკან მოჰ­ყვე­ბო­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე პა­ცი­ენ­ტთან მი­მა­ვა­ლი სას­წრა­ფოს ეკი­პა­ჟი. რომ არა იმ სას­წრა­ფოს ექი­მე­ბის მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა, ალ­ბათ, სა­ეჭ­ვოც იქ­ნე­ბო­და ჩემი გა­დარ­ჩე­ნა...

- მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არ იყო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ერ­თდერ­თი გან­საც­დე­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ დედა საკ­მა­ოდ პა­ტა­რამ და­კარ­გეთ...

- ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი დე­დას რომ და­კარ­გავ, თავ­შე­საფ­რის ძი­ე­ბა­ში ხარ, ვინ გა­გი­წევს დე­დის მა­გივ­რო­ბას… მა­მა­ჩე­მიც დეპ­რე­სი­ა­ში იყო… მერე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა თვი­თონ მო­ვი­თხო­ვე, მაგ­რამ იქაც მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. კავ­კა­სი­ე­ლებს ემ­ტე­რე­ბოდ­ნენ, თან საბ­ჭო­თა ჯა­რის უხი­ლა­ვი წე­სე­ბიც მოქ­მე­დებ­და. ქარ­თვე­ლი მაგ­რად უნდა დამ­დგა­რი­ყა­ვი, რომ ია­ტა­კის მო­რე­ცხვა, ჭურ­ჭლის რე­ცხვა შენს თავ­ზე არ აგე­ღო, მაგ­რამ თუ ამა­ზე უარს იტყო­დი, მა­შინ ამა­ზე პა­სუ­ხიც უნდა გეგო. ამ ყვე­ლაფ­რის გამო შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში 30-მა კაც­მა მო­მიმ­წყვდია. ის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­წყობ­ში მოხ­და. ერთი-ორს გა­ვუმკლავ­დი, სა­ნამ შევ­ძე­ლი, მერე არა­ფე­რი აღარ მახ­სოვს, გონ­ზე რომ მო­მიყ­ვა­ნეს, სის­ხლში მოს­ვრი­ლი ვი­ყა­ვი. მო­რი­გემ გა­მო­ი­ა­რა, იკი­თხა რა მოხ­დაო? არა­ფე­რი, და­ვე­ცი-მეთ­ქი. მიხ­ვდა, რომ იმის მთქმე­ლი არ ვი­ყა­ვი, რაც მოხ­და. ამის შემ­დეგ ის 30 კაცი ჩემი მე­გო­ბა­რი გახ­და, რად­გან ისი­ნი არ გა­ვე­ცი. მალე კავ­კა­სი­ის ჰა­ვა­ზე გაზ­რდი­ლი ისე გავ­ცივ­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფილ­ტვებ­ში წყა­ლი ჩა­მიდ­გა. შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ხა­ბა­როვ­სკის მხა­რე­ში ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან დიდი ყინ­ვე­ბი იყო და რომ არა იქა­უ­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლის ექი­მი, არ ვიცი, რა მოხ­დე­ბო­და. უკვე ვბო­დავ­დი, მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი მქონ­და და სას­წრა­ფოდ ქა­ლა­ქის ჰოს­პი­ტალ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. ფილ­ტვში წყა­ლი მქონ­და - მარ­ცხე­ნა ფილ­ტვის ექ­სუ­და­ცი­უ­რი პლევ­რი­ტი და­მიდ­გინ­და. მოკ­ლედ, იქაც გა­და­მარ­ჩი­ნეს...

- ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ, რო­გორ და­უ­კავ­ში­რეთ ცხოვ­რე­ბა ეკ­ლე­სი­ას?

- ღრმად მორ­წმუ­ნე არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მწამ­და, რომ არ­სე­ბობს უფა­ლი, არ­სე­ბობს უხი­ლა­ვი ძალა, არის ან­გე­ლო­ზი, მაგ­რამ ასე პი­რის­პირ რომ შევ­ხვედ­რო­დი და მეგ­რძნო ეს ყვე­ლა­ფე­რი, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მარ­თლა გარ­დამ­ტე­ხი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდა ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც 90-ია­ნებ­ში მოხ­და... თა­ვის და ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად, რეს­ტო­რან­ში უკვე წლე­ბია ვმუ­შა­ობ. ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მუ­სი­კო­სი გახ­ლდით, ერთ სა­ღა­მოს ჩემს კლა­ვი­შებ­თან ვი­ჯე­ქი, ახა­ლი შე­ძე­ნი­ლი მქონ­და (სა­ოც­ნე­ბო ინ­სტრუ­მენ­ტი) იყო, ვუკ­რავ­დი და ვმღე­რო­დი ხალ­ხის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ებს. უეც­რად გა­იხ­სნა კარი და შე­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლებ­მაც იქ დიდი არე­უ­ლო­ბა და ხმა­უ­რი შე­მო­ი­ტა­ნეს. ისე­თი ამ­ბა­ვი ატე­ხეს, რომ იქ მათი ყოფ­ნა აუ­ტა­ნე­ლი გახ­და. მე საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი გა­სას­ვლე­ლი, რა­ღაც სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან დე­ტა­ლე­ბი მქონ­და გა­სავ­ლე­ლი. ამი­ტომ რეს­ტორ­ნის დი­რექ­ცი­ას, სა­დაც ვი­ყა­ვი, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე, საქ­მე­ზე უნდა გა­ვი­დე-მეთ­ქი. მო­ლა­პა­რა­კე­ბი­დან რეს­ტო­რან­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ფეხ­და­ფეხ მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მომ­ყვნენ. იქ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვი­ღა­ცას გა­მო­ე­ძა­ხა. მო­ვიდ­ნენ, და­ა­პა­ტიმ­რეს და წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ის ხალ­ხი ისევ უკან დაბ­რუნ­და... იხილეთ სრულად