რომელი "ფასტ ფუდია" ყველაზე ნაკლებად საზიანო ჯანმრთელობისა და სხეულის აღნაგობისთვის?
პატარა ბურგერის კვერცხთან ერთად მირთმევა არ დააზარალებს ჯანმრთელობას და დაბალანსებულ რაციონს, ვინაიდან ეს კერძი შეიცავს საკმარისი რაოდენობით პროტეინს.
ამის შესახებ Daily Mail-ს განუცხადა სერტიფიცირებულმა ამერიკელმა დიეტოლოგმა კელსი კუნიკმა, რომელიც სპეციალიზირებულია ინტუიციურ კვებაში. დიეტოლოგმა განმარტა, რომ ხანდახან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაბალანსებული დიეტის დაცვას, უწევთ სწრაფი კვების რესტორნებში შესვლა, რომელთა მენიუ ძირითადად შეიცავს ფასტფუდს. კუნიკის თქმით, ასეთ დაწესებულებებში შეგიძლიათ შეუკვეთოთ რამდენიმე კერძი, რომელიც არ დააზარალებს თქვენს ფიგურას და ჯანმრთელობას.
საუკეთესო ვარიანტი იქნება პატარა ბურგერი კვერცხით, ყველით და რამდენიმე ნაჭერი ბეკონით.ექსპერტის თქმით, კვერცხი და ბეკონი საკმარისად შეიცავს პროტეინს, პური კი ნახშირწყლებს. ამ საკვები ნივთიერებების ერთობლიობა ხელს უწყობს დანაყრების გრძნობის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ სენდვიჩი ან ბურგერი, რომელშიც მთავარი ინგრედიენტი ქათამია. იხილეთ სრულად