"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ
ბოლო ხანს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ხშირად კამათობს იმაზე, უნდა გამოიძახოს თუ არა ვილი სანიოლმა ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ნაკრებში.
"ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშვნელობა არ აქვს, რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“, - თქვა გიორგიმ მარტის დასაწყისში უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე.
თუმცა ის არც ამჯერად გამოიძახეს... გადამწყვეტ მატჩამდე ორი კვირით ადრე, სანიოლმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:
"არაბიძე? მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებით და შეთამაშებულებით. სულ არის კამათი, ვინ უნდა გამოვიძახოთ და ვინ - არა. არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, რადგან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ახლაც ვაკვირდებოდი, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ლიონელ მესი ერთადერთია, ვისაც აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს. იმედია, გიორგი ამას გამოასწორებს“.
"გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ, ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მისი ხასიათი, გვესმის, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გავა, ვიდრე მანამდე“, - განაცხადა "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა სანიოლის გადაწყვეტილების შეფასებისას".
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "კოლხეთთან" ანგარიშით 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ კი კინმა დუბლისა და ასისტის ავტორის, გიორგი არაბიძის შესახებ განაცხადა:
"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია". იხილეთ სრულად