პატარა ჟასმინმა მამისგან საჩუქრად ბინა მიიღო, ბებიისგან კი 1 მილიონი გრივნა - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს საერთო შვილზე?
უკრაინული მედია ბოლო დღეების განმავლობაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინაში დაბადებულ მის ქალიშვილზე აქტიურად წერს. მათი ცნობით, გოგონამ, რომელიც სააკაშვილს უკრაინელ სახალხო დეპუტატ ლიზა იასკოსთან შეეძინა, კიევში საჩუქრად ბინა მიიღო.
როგორც ირკვევა, ვიდრე საქართველოს ექსპრეზიდენტი ციხეშია, დედამისმა გიული ალასანიამ უკრაინაში არსებული უძრავი ქონება და კიდევ მილიონი გრივნა შვილიშვილს გადასცა.
უკრაინელმა დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ დეკლარაციაში შეიტანა, რომ ბინა კიევში, მისმა პატარა ქალიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. უფლებამოსილი პირი კი, ვინც გოგონას ბინა გადაუფორმა, გიული ალასანია გახლდათ.
პატარა ჟასმინმა, რომელსაც დედამ თავისი გვარი მისცა, 2023 წლის აპრილში საჩუქრად მიიღო 97,2 მ2 ფართობის ბინა კიევში. ქონების ღირებულება იასკოს დეკლარაციის მიხედვით 5 მილიონ 613 ათასი გრივნაა, დაახლოებით 145 ათასი დოლარი. იხილეთ სრულად