რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ბოსტნეული, რომელშიც 1000 ევროსაც კი იხდიან
სვიის ნორჩი ყლორტები (hop shoots) რომელსაც, ასევე, “სვიურ სატაცურს” უწოდებენ, ყველაზე ძვირი და ფუფუნების ბოსტნეულია. ამის შესახებ EastFruit-ის ექსპერტების მასალაში წერია, რასაც დარგის პორტალი ავრცელებს.
ეს სატაცური არ არის, თუმცა სვიის პატარა მწვანე და თეთრი ყლორტები სატაცურის ყლორტებს მეტად წააგავს და მასში მომხმარებლები კგ-ში 1 000 ევრომდე იხდიან. დელიკატესი ყველაზე მატად ბელგიასა და ნიდერლანდებში იყიდება. თუმცა ამ ძვირად ღირებული ბოსტნეულის პოპულარობა სხვა ქვეყნებშიც სწრაფად იზრდება.
სვიის ნორჩ ყლორტებს ჩვეულებრივი სვია (Humulus lupulus) იბამს. ეს იგივე მცენარეა, რომელიც ლუდის წარმოებაში გამოიყენება.
ეს ბოსტნეული ძვირი იმიტომაც ღირს, რომ ყლორტების გაშენების დაგეგმვა შეუძლებელია და ისინი სვიის მცოცავ ღეროზე სრულიად სპონტანურად ჩნდებიან, რაც მათ სპორადულს (იშვიათს) ხდის. სვიის ეს ყლორტები უკიდურესად სათუთია. კერძოდ, ისინი კარგად არ ინახება და მოსავლის აღების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოიხმარონ, რადგან ამ ძვირად ღირებული პროდუქტის გემოს გასაღები სწორედ მის სიქორფეში, ანუ სინედლეშია. იხილეთ სრულად