ულამაზესი მეუღლე, რომლის გამოც უკრაინული ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოხვდა - მილიონად შეფასებული ქართველი ფეხბურთელის ცხოვრება
სპორტულ სამყაროში მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ინტერესი კვლავაც დიდია. ამჯერად, ნაკრების ცენტრალურ მცველზე დავით ხოჭოლავაზე მოგიყვებით, რომელიც კოპენჰაგენში თამაშობს. სპორტსმენის ამჟამინდელი ღირებულება 1 მილიონი ევროა.
თბილისში დაბადებულმა ხოჭოლავამ კარიერა "საბურთალოში", თავდამსხმელის რანგში დაიწყო, მოგვიანებით კი თამაში დაცვაში გააგრძელა.
2011 წელს ხოჭოლავა თბილისის დინამოში გადავიდა. ის ასევე თამაშობდა ფოთის კოლხეთში და ქობულეთის „შუქურაში.“
2015 წლის ზაფხულში კონტრაქტი ოდესის ჩორნომორეცთან გააფორმა და სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი გახდა. 2017 წლის მარტში უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში ითამაშა.
2017 წლის აპრილში დონეცკის "შახტარმა" დაადასტურა, რომ ხოჭოლავამ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც ბოლომდე თამაშობდა. 2021 წლის 6 ივლისს კი დანიის სუპერლიგის გუნდი F.C. კოპენჰაგენში ოთხწლიანი კონტრაქტით გადავიდა. ერთ თვეში კლუბის შემადგენლობაში თავისი გოლი გაიტანა. 2022 წლის 22 მაისს, კლუბთან ერთად მოიგო დანიის სუპერლიგა.
დავით ხოჭოლავას დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა. იხილეთ სრულად