აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელზე სტიკერები - „არა რუსულ კანონს“, „პუტინის მონებო!“ გააკრეს
„არა რუსულ კანონს“, „პუტინის მონებო!“- ამ შინაარსის წარწერებით სტიკერები გააკრეს პარლამენტის C კორპუსის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამ წუთებში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან მობილიზებულები.
ისინი, ასევე, სკანდირებენ: “რუსებო”, “მონებო”. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.
პარალელურად, მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე.
საკანონმდებლო მთლიან პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.