საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც თქვენს ჯეჯილს უფრო ხასხასას გახდის და სწრაფადაც ააბიბინებს
სააღდგომო სუფრა ძნელი წარმოსადგენია პასკის, შეღებილი კვერცხებისა და, რა თქმა უნდა, ხასხასა მწვანე ჯეჯილის გარეშე. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჯეჯილი რაც შეიძლება სწრაფად აბიბინდეს. ამისათვის დღეს ერთ საიდუმლო ინგრედიენტს გაგიმხელთ.
ამისათვის, რომ მალე გაღივდეს, ხორბალი ერთი ღამით თბილ წყალში მოვათავსოთ. მეორე დღეს წყალი გადავუქციოთ, მინის თავდახურულ ქილაში ჩავყაროთ და 24 საათით გავაჩეროთ. მესამე დღეს იმ ჭურჭელზე გადმოვყაროთ, რომელზეც ჯეჯილის ამოსვლა გსურთ. მარცვლის ფენა 1,5 სანტიმეტრი უნდა იყოს.
ამის შემდეგ ხორბალს ხშირად უნდა ვასხუროთ წყალი. ჯეჯილი ბევრად სწრაფი და ხასხასა იქნება, თუ 1 ჩაის ჭიქა წყალში 3 სუფრის კოვზ წყალბადის ზეჟანგს გახსნით და იმით დანამავთ.