"ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, მე რუსეთიდან, ის აფხაზეთიდან" - ცნობილი აფხაზი ბლოგერის სიყვარულის ამბავი | Allnews.Ge

"ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, მე რუსეთიდან, ის აფხაზეთიდან" - ცნობილი აფხაზი ბლოგერის სიყვარულის ამბავი

აფხაზ­მა ბლო­გერ­მა დაურ ბუ­ა­ვამ, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ქარ­თულ მხა­რე­ზე გა­დას­ვლი­სა და სხვა­დას­ხვა მო­წო­დე­ბე­ბის გამო "სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლატ­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2 წლის წინ მი­ი­ღო. მა­შინ ბუ­ა­ვა ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით გახ­და.

28 წლის აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ტყვარ­ჩე­ლი­და­ნაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავ­და­პირ­ვე­ლად, tiktok-დან გა­იც­ნო. ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამ­რას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და უკვე მე­ო­რე წე­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

428508186-17972466851678012-1817541602435164252-n-60229-1713619056.jpg

ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა. ოჯა­ხი შექ­მნა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. მისი რჩე­უ­ლი ნინო ცხოვ­რე­ბა­ძეა, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ დაბ­რუნ­და, რათა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეს­წავ­ლა.

AMBEBI.GE ნინო ცხოვ­რე­ბა­ძეს ესა­უბ­რა:

- მე და და­უ­რი ერ­თდრო­უ­ლად გად­მო­ვე­დით თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან შევ­ხვდით, მა­შინ, როცა გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვხვდე­ბო­დით ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში, თუმ­ცა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ რა­ი­მე ინ­ტე­რე­სი არ გვქო­ნია.

2022 წლის 11 ნო­ემ­ბერს ვი­ყა­ვით მე­გობ­რის იუ­ბი­ლე­ზე, იმ დღეს გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და ცოტა და­მაგ­ვი­ან­და. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს მი­სულს და­უ­რი შემ­ხვდა, შე­ვამ­ჩნიე უხა­სი­ა­თოდ იყო და შე­ვე­ცა­დე სა­უბ­რით გა­მო­მეყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ზუს­ტად ამ პა­ტა­რა დი­ა­ლო­გით და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.

ბევ­რი სა­ერ­თო გვქონ­და, ერ­თდრო­უ­ლად გად­მო­ვე­დით თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მშობ­ლე­ბის გა­რე­შე, ვგრძნობ­დი, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეს და­ურს უფრო უჭირ­და, რად­გან დიდ ზე­წო­ლას გრძნობ­და აფხა­ზე­თის "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან", ამა­ვე დროს დიდ მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან. იხილეთ სრულად