ლიზა იასკო, ქალიშვილთან ერთად, სააკაშვილის სახლში რჩება - რას ცვლილებებზე წერს უკრაინული მედია?
უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, მიუხედავად იმისა, რომ კიევში თითქმის 100 კვ. მ. ბინა აქვს, რომელიც მის ქალიშვილს მიხეილ სააკაშვილის დედამ აჩუქა, კიევთან ახლოს სააკაშვილის სახლში ლესინკში ცხოვრებას აგრძელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ჟურნალისტები პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლს ესტუმრნენ და ნახეს, რა შეცვალა იქ.
სოფელ ლესნიკში 120,5 კვ.მ სახლი ოფიციალურად სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის. მაგრამ იასკო, რომელმაც 2022 წელს ქართველი პოლიტიკოსისგან ქალიშვილი გააჩინა, უკვე რამდენიმე წელია, იქ ცხოვრობს. დეპუტატი საკუთარ დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ ლესინკში 10 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთით და იქ მდებარე სახლით სარგებლობს.
მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც უკრაინაში ცხოვრობდა, ღობეზე დიდი დროშები დაამონტაჟა - უკრაინის, საქართველოსი და ევროკავშირის. როგორც უკრაინული მედია წერს, ახლა იასკომ ჩამოხსნა დროშები და ბოძებიც ამოიღო. ასევე, ცხადია, ადგილზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია - მამულში აღარ ჩანს ის სამშენებლო მასალა, რაც ადრინდელ კადრებში ჩანდა. იხილეთ სრულად