რა ქონებას ფლობენ ვაჟა სირაძე და გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება"? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობენ ვაჟა სირაძე და გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება"?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ვაჟა სი­რა­ძი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის ("ხა­რე­ბას"), და­სან­ქცი­რე­ბას ითხოვს. რო­გორც პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუს­მა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, "ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ".

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ გან­მე­ო­რე­ბი­თი მცდე­ლო­ბე­ბი შე­მო­ი­ღონ კა­ნო­ნი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის” შე­სა­ხებ, არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, "თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ აკონ­ტრო­ლონ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ მე­დი­ა­სა და მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე".

"მი­ვე­სალ­მე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი ქვეყ­ნის და­სავ­ლურ მო­მა­ვალს იცავს.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ვაჟა სი­რა­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში შე­ავ­სო.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­პატ­რუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­ხელ­ზე მხო­ლოდ ერთი ბი­ნაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 2018 წელს 50 500 აშშ დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ვაჟა სი­რა­ძეს "თი–ბი–სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო­ზე ჰქონ­და 3 702 ლარი, ანა­ბარ­ზე - 3000 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ანა­ბარ­ზე 149 ლარი, ხოლო, და­ნა­ზო­გის სა­ხით, 40 000 ლარი...

დოკუმენტის თანახმად, ვაჟა სირაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პოსტზე, ხელფასის სახით, 2022 წელს, 91 748 ლარი მიიღო.

2023 წლის ივნისში შეავსო დეკლარაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz