"მოკრძალებული ბუნება აქვს, არ არის თამამი და მისი სისადავე უფრო მეტად იკვეთება სიმღერისას" - ვისი შვილია "რანინელი" მათე მარტიაშვილი და ვინ ზრუნავს მის მუსიკალურ განვითარებაზე
ცოტა ხნის წინ პოპულარული საბავშვო მუსიკალური პროექტის, "რანინას" სცენაზე მათე მარტიაშვილის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მის მიერ ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად შესრულებულმა სიმღერამ „ოღონდ შენთან მამყოფინა" უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია. ამ სტატიაში მატს უფრო ახლოს გაგაცნობთ.
მათე მარტიაშვილის ასეთი მუსიკალურობა და განსაკუთრებული ნიჭი არავის გააკვირვებს, მით უფრო, თუ გეტყვით, რომ ის 2006 წლის „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის შვილია. თინათინი თავადაც შესანიშნავი მომღერალია და მის მიერ შესრულებულ სიმღერებს უამრავი მსმენელი ჰყავს. მან 2010 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ტელეპროექტ „ბრავოში“.
მათე მარტიაშვილი
„მე ვარ ბედნიერზე ბედნიერი, შენი დედიკო რომ მქვია. მათე, უფლის მფარველობა გქონოდეს მუდამ, არასდროს, არასდროს დაივიწყო ის ქართული, ის ეროვნული, რაც ესოდენ გშვენის. მადლობა, შვილო",– წერს თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში.
"მათეს მუსიკალურ განვითარებაში სულ ვიყავი ჩართული. ძალ-ღონეს არ ვიშურებდი იმისთვის, რომ ორივე ვაჟი მუსიკალური ყოფილიყო. მგონია, რომ მუსიკალური ადამიანი ჰუმანურია და სხვა სამყარო აქვს. მინდოდა, ჩემს შვილებში ეს ყველაფერი ყოფილიყო, თუმცა თუ ბავშვი არ მოგყვება, ეს ძალდატანებით, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. მათეში თავიდანვე დავინახე მარცვალი და გავაღვივე. ბაღის ასაკიდანვე უკვე გამოდიოდა ღონისძიებებზე, მუდმივად იყო სოლისტი, მიუხედავად იმისა, რომ მოკრძალებული ბუნება აქვს და არ არის თამამი და ამბიციური, მისი სისადავე, მგონია, უფრო მეტად იკვეთება სიმღერისას", - ამბობდა თინათინი შვილის შესახებ "რადიო ფორტუნასთან" ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა