რუსთაველზე დაგეგმილი აქციის პარალელურად, პარლამენტის ეზოში პოლიციის მობილიზაციაა
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის პარალელურად, პარლამენტის ეზოში საპოლიციო ძალების მობილიზებაა. იქ უკვე გამოჩნდა სამი ავტობუსი.
პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 19:00 საათზე იწყება. საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით მსვლელობით მიდიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
ამ წუთებში პარლამენტში რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ. პოლიტიკა