"ბერას ბრაზილიაში გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე?
ბოლო ერთი თვეა, რაც საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დუღს. პარლამენტში მეორედ დაბრუნებულმა კანონმა, ამჯერად შეცვლილი სახელით "კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც შარშან, წელსაც ქუჩაში გამოიყვანა.
კანონის მოწინააღმდეგეების აქციების პარალელურად 29 აპრილს აქცია გამართა მმართველმა პარტიამაც და საზოგადოების ნაწილი, რომელიც საკუთარ მხარდამჭერად მიაჩნია, ქუჩაში გაიყვანა. ორშაბათს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში პროსამთავრობო დემონსტრაციას ათიათასობით ადამიანი დაესწრო, მმართველმა პარტიამ მიტინგის მონაწილეები საქართველოს რეგიონებიდან ასობით ავტობუსით ჩამოიყვანა.
მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი კანონპროექტის მხარდასაჭერად სამთავრობო აქციაში მონაწილეობდა. ეს პირველი საჯარო გამოსვლა იყო, როდესაც ივანიშვილის უმცროსი შვილი საზოგადოებაში გამოჩნდა.
მასზე, როგორც ივანიშვილის სხვა შვილებზე, ბერასგან განსხვავებით, ბევრი არაფერია ცნობილი. "ინსტაგრამის" პროფილიდან ირკვევა, რომ დაინტერესებულია ხატვით, მოგზაურობს ხშირად და გატაცებულია თავისუფალი საბრძოლო ხელოვნებით.
ივანიშვილის შვილებიდან მედია ყველაზე ხშირად ბერაზე წერს. ერთი თვის წინ, ბრიტანულმა ტაბლოიდმა dailymail-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია რეპერ ივანიშვილზე, რომელმაც პანდემიის დაწყებიდან მალევე საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში საცხოვრებლად იმ მიზნით გადავიდა, რომ თუ მამის ქონებას დასავლური სანქციები დაემუქრება, ქონების ბრაზილიაში გადატანისთვის შესაბამისი პირობები შექმნას".
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილი ბრაზილიაში გამორჩეული ცხოვრების წესით ცხოვრობს, ურთიერთობაშია ადგილობრივ ცნობილ ადამიანებთან, ესწრება საფეხბურთო მატჩებს მოდელ ცოლთან ერთად, მილიონ დოლარს რიცხავს ტროპიკული ტყის გადასარჩენად, თუმცა, უსაფრთხოების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ბრაზილიაში ყოფნის რეალური მიზანი, "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა", იმ შემთხვევისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება საქართველოდან გაიქცეს. იხილეთ სრულად