თსუ-ს შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა - კადრები ადგილიდან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმაურის ფონზე დატოვა.
ის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გავიდა.
საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრი შეძახილების ფონზე გააცილეს. ასევე, მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებიც. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.