ქართველი რუსულ კონკურსში: რა არის ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ახალი ტალღის" ფინალშია - გზა "X ფაქტორიდან" რუსულ შოუ-ბიზნესამდე
15 და 16 მაისს მუსიკალური კონკურსს "ახალი ტალღა 2024"-ის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ინფორმაცია, კონკურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჯამში 7000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. ნახევარფინალამდე კი 60-ზე მეტი შემსრულებელი მივიდა, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, ნიგერიიდან, უზბეკეთიდან, ესტონეთიდან და რუსეთიდან:
კანდიდატებმა თავიანთი ქვეყნის ჰიტები და უცხოური სიმღერები შეასრულეს. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: კონკურსის დირექტორი ალექსანდრე რევზინი, კონკურსის მუსიკალური პროდიუსერი ანასტასია მუხინა და კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, კომპოზიტორი და პროდიუსერი იგორ კრუტოი.ორდღიანი მუშაობის შემდეგ ჟიურიმ შვიდი ქვეყნიდან 13 მონაწილე აარჩია. ფინალურ კონკურსში მოხვდნენ, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, მალტას, რუსეთის, ჩინეთის და საქართველოს წარმომადგენელი. ფინალურ სიაში 13 მონაწილიდან 7 რუსია. უცნობია რამდენი ქართველი მონაწილეობდა „ახალი ტალღის“ შესარჩევ კონკურსში, მაგრამ ფაქტია, რომ ფინალამდე მისვლა მხოლოდ ერთმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ფსევდონიმით ხვიჩა ლუკამ შეძლო.
კონკურსის ფინალური კონცერტები 22-27 აგვისტოს სოჭში გაიმართება.
ვინ არის ხვიჩა ლუკა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია ქართველი მომღერალი, ბლოგერი და ფოტოგრაფია, რომელიც წლებია რაც რუსეთის ბაზარზე მოღვაწეობს. ის წლების წინ საქართველოში X ფაქტორშიც მონაწილეობდა. Ambebi.ge-ს არქივში ინახება ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ, სადაც ჰყვება როგორ გაიკვალა გზა რუსულ ბაზარზე. იხილეთ სრულად