"ვუყურებ როგორ დგანან ქუჩაში 12-13 წლის ბავშვები... 25 კილომეტრის რადიუსში არცერთი სპორტული სივრცე არ არსებობს"- კამპანიას, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა, საზოგადოების დახმარება სჭირდება
სამწუხაროდ, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ცხოვრების ბევრ სიკეთეს არიან მოკლებულები. მათ შორისაა ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა თუ ობიექტების ნაკლებობა.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც კასპის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა ცდილობს სოფელში ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაცია გაუწიოს და ამისთვის მას საზოგადოების დახმარება საჭირდება. გთავაზობთ მის პოსტს:
"მე ვარ ზურა ბეჟიტაშვილი. დავიბადე კასპის რაიონ სოფ სასირეთში. ჩემი სოფელი კასპიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული, 25 კილოლმეტრის რადიუსში არცერთი სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცე არ არსებობს. ასეთ პირობებში გავიზარდე მეც და ჩემი მეგობრებიც, ჩვენ გვინდოდა ვარჯიში, მაგრამ არ ვიცოდით როგორ გვევარჯიშა, არც ისეთი ინვენტარი გვქონდა რომლითაც სხეულს ვავარჯიშებდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩვენს სოფელში ახალგაზრდებისთვის სპორტდარბაზის შექმნა.
ჩვენი პროექტის მიზანია დავეხმაროთ ახალგაზრდებს დროის სწორად გამოყენებაში, განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ფიზიკური ვარჯიში ეხმარება ადამიანს ჩამოცილდეს ქუჩას, უარი თქვას მავნე ჩვევებზე. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი ჯანსაღი და ძლიერი თაობა. მე მწამს ფიზიკური ვარჯიშის, მჯერა, რომ ვარჯიშს შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს ადამიანი!" -აცხადებს ის.
მხარდაჭერისთვის ეწვიეთ ბმულს.