"ბევრს ეგონა, რომ ციცინომ შოუში თავის თავს რეკლამა გაუკეთა და ოპერაციას არ მიკეთებდა..." - რას წერს გოგონა, პირდაპირ ეთერში გაკეთებული სიურპრიზიდან 2 თვის შემდეგ?
მარიამ ტატანაშვილი 2021 წელს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო, მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა.
მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა და კიდევ რამდენიმეა საჭირო, რომ გოგონამ ოცნება აიხდინოს: საბედისწერო დღიდან რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, მარიამის სანუკვარი ოცნება ახდეს...
2 თვის წინ გოგონა გადაცემაში "ნოესთან“ იმყოფებოდა. მარიამმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ავარიის შემდეგ. გადაცემის ბოლოს კი მარიამს სიურპრიზი მოუწყვეს. სტუდიაში შემოვიდა პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია, რომელმაც მარიამს უთხრა, რომ ის და "კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გუნდი – სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთებენ მარიამს სხვადასხვა სახის ოპერაციას.
ეს მოხდა მარტში - მას შემდეგ მარიამის გამომწერები, მისი გულშემატკივრები ინტერესდებიან, რა ეტაპზეა ოპერაცია. ამასთან დაკავშირებით გუშინ მარიამ ტატანაშვილმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
"ეს არის ციცინო შურღაია პლასტიკური ქირურგი, რომელიც შემპირდა უსასყიდლოდ ყველა ოპერაციის გაკეთებას, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა... ბევრ ადამიანს ეგონა, რომ ციცინომ უბრალოდ "ნოეს შოუში" გაუკეთა თავის თავს რეკლამა და მე ოპერაციას არ მიკეთებდა - ეს ასე არ არის. მანამდეც მედო ვიდეოები, სადაც ვამბობდი, რომ როდესაც კბილებს დავასრულებდი, მაშინ მივიდოდი ქალბატონ ციცინოსთან და კბილებიც დავასრულე და დღეს ვიყავი მასთან კავკასიის მედიცინის ცენტრში. იხილეთ სრულად