ნატალია ყიფშიძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა - რას ედავებიან ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მებრძოლს მსახიობს?
ცოტა ხნის წინ, საქალაქო სასამართლოში ნატალია ყიფშიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მსახიობს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა. საქმე მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ განიხილა და ნატალია 500 ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია ambebi.ge-ს მსახიობის დედამ კრისტი ყიფშიძემ დაგვიდასტურა.
ნატალია საქალაქო სასამართლოში დედასთან ერთად მივიდა. კრისტი ყიფშიძის თქმით, პროცესი საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.
17 მაისს, მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.
"გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგეს - მეთქი? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.“ - წერდა ნატალია.