რატომ წავიდა მანუ მურღულია "ნიკოს ბენდიდან": რას ამბობს ნიკო ნანიტაშვილი ბენდის ახალ წევრზე?
POSTV-ის იუმორისტული გადაცემას "ნიკოს შოუს" ახალი წევრი ჰყავს. "ნიკოს ბენდის" სოლისტი ანანო სამხარაძე გახდა. როგორც გაირკვა, ბენდის სოლისტი მანუ მურღულია არხიდან წავიდა.
ამ თემაზე AMBEBI.GE-სთან კომენტარი"ნიკოს შოუს" ხელმძღვანელმა და გადაცემის წამყვანმა ნიკო ნანიტაშვილმა გააკეთა.
- როგორც ცნობილია, "ნიკოს ბენდს" ახალი წევრი ჰყავს, ანანო სამხარაძე. ვინ არის ეს გოგონა?
- კარგი გოგონაა, საჩხერელი გახლავთ. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელიც თამაშობს ქართულ ლიგას, ე.წ. მანსანკანს, მღერის. მის შესახებ ქართული ლიგიდან გახდა ჩვენთვის ცნობილი, 2-3 სეზონია იქ თამაშობს და იქიდან მოხვდა "ნიკოს ბენდში".
აქამდე მასთან გადაკვეთა არ მქონია, მხოლოდ რამდენიმეჯერ შევხვდი, ვიცი, რომ არის ნიჭიერი გოგონა. დანარჩენი გამოჩნდება შოუში, რა და როგორ იქნება. დღეს ეთერში უკვე მეორე გადაცემა გადის.
- "ნიკოს ბენდის" წევრი მანუ მურღულია გუნდიდან წავიდა?
- მისი წასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. სამწუხაროა, რომ ის ბენდიდან წავიდა. ყოველ შემთხვევაში, არავითარი ჩხუბი, კამათი არ მომხდარა, ძალიან მშვიდად წავიდა.
AMBEBI.GE დაუკავშირდა მანუ მურღულიასაც, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მომღერალს და ტელეწამყვანს ირმა სოხაძეს "პოსტვზე" გადაცემა დაუხურეს. სწორედ მასთან ერთად მიჰყავდა აღნიშნული გადაცემა მანუ მურღულიას. იხილეთ სრულად