ფოტოები სტიქიის ზონიდან: განადგურებული მოსავალი, დაზიანებული სახლები, დახოცილი შინაური ფრინველი - რას ამბობს იმერეთის გუბერნატორი
სტიქიამ პრობლემები შექმნა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ბაღდათის და ზესტაფონის სოფლებში. მოსახლეობას სრულად გაუნადგურდა სახნავ-სათესი სავარგულები, ასევე ხეხილი და ვაზი.
დაიხოცა შინაური ფრინველი, გარდა მოსავლისა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ჯამში, იმერეთში სტიქიის შედეგად 26 საცხოვრებელი სახლის სახურავი საჭიროების რეაბილიტაციას. სტიქიის ზონებში აღწერითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.