ბინები პარიზსა და თბილისში, ქველმოქმედებაზე დახარჯული 55 ათასი... - რა ქონებას ფლობს პრეზიდენტი?
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, პრეზიდენტი ფლობს მხოლოდ ბინას საფრანგეთში და საცხოვრებელ სახლს საქართველოში. კერძოდ, პარიზში მდებარე 60 კვ.მ ბინაში სალომე ზურაბიშვილს, 1989 წელს, 150 000 ევრო აქვს გადახდილი, ხოლო თბილისში, 235 კვ.მ საცხოვრებელ სახლში (2006 წელს) 160 000 აშშ დოლარი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, დოკუმენტის შევსების მომენტში პრეზიდენტს société générale Paris-ის ანგარიშზე ჰქონდა 26 840 ევრო, "საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე 3 375 ლარი და 9,58 ევრო, ხოლო, ანაბარზე 25 460 აშშ დოლარი...წაიკითხეთ სრულად