"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებითი პაუზაზე
ცნობილი სერიალის დამსახურებით, ძალიან პოპულარული ადამიანი გახდა. 12 წელის განმავლობაში მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა. მთავარი გმირია და სერიალს სწორედ მისი ფრაზა - "ჩემი ცოლის დაქალები" ჰქვია... ლევან ყოჩიაშვილს, იგივე დათოს, "დაქალებში" სხვა მსახიობებთან ერთად, ტელეეკრანზე გამოჩენა და საყვარელი როლის თამაში დროებით აღარ უწევს. ფინანსური პრობლემების გამო, ტელეკომპანია "ფორმულამ" "დაქალებთან" ერთად, რამდენიმე პროექტი დახურა, თუ შეაჩერა.
შემოქმედებითი პაუზის დროს რაზე დაფიქრდა მსახიობი და რა როგორ გადააფასა, ამაზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ლევან ყოჩიაშვილი ისაუბრებს:
- როცა უკვე სერიალი "წავიდა", სეზონები დაემატა და წლები გავიდა. სცენარი ყოველთვის ისეთი მოქნილი იყო (ქეთი დევდარიანი სულ ახალ თავგადასავლებს გვთავაზობდა), მოდუნების საშუალებაც არ გვქონდა და მუდმივად საინტერესო იყო. ამბები იცვლებოდა. ამასთან მაყურებლის დიდი გულშემატკივრობა, მხარდაჭერა, მათი მოლოდინი ჩვენზე მოქმედებდა. ძალას გვაძლევდა, რაც შემოქმედებაზე ცხადია, აისახებოდა. ამის ფონზე პროექტი სახალხოდ იქცა. ჩვენც მივყვებოდით იმ შეთანხმებას, რომ ყოფილიყო გასაგები, შინაურული, ბუნებრივის გარდა სანახაობრივი. ადამიანებს მისი ყურების სურვილი უნდა ჰქონოდა, რაც ამდენი წლის განმავლობაში მოხერხდა. 19 სეზონი და 12 წელი სერიალისთვის დიდი დროა.
- ახლა პროექტს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?
- ასე იყო სულ - ცხოვრებაში რაიმე ეპიზოდი თუ სიტუაცია მომეწონებოდა, ვფიქრობდი, სერიალზე მუშაობისას ის როგორ გამომადგებოდა. სერიალმა ბევრი დრო წაიღო, ჩვენი ცხოვრება მოიცვა, ცხოვრების ნაწილი გახდა. ამასობაში დაიზარდნენ ჩვენი თუ სხვისი შვილებიც... მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ გადაღებაზე მაინც ვნერვიულობდი, მანამდე სცენარს ველოდებოდი, რომ წამეკითხა. ამასთან, სერიალზე არაჩვეულებრივი მსახიობები მუშაობდნენ, რომლებიც ერთმანეთთან თავიდანვე შეთამაშდნენ. ანა ტყებუჩავაზე აღარაფერს ვამბობ, მართლაც ერთმანეთის ნაწილებად ვიქეცით. როცა რაღაც ამდენ ხანს ასე გრძელდება და ორივე მხარე ერთმანეთისთვის არ არის, არაფერი გამოვა. ჩვენ ერთმანეთს არ შევეჩვიეთ, არც გავთამამდით და არც სერიალის პოპულარობამ არ მოგვადუნა.
- ისე მოხდა, რომ თქვენი პერსონაჟის სახელით ახლა მეც კი მოგმართეთ...
- მაგას ვერაფერს ვუზამთ. ძალიანაც მიხარია. ასე რომ არ ყოფილიყო, საწყენი ეს იქნებოდა. ეს სერიალი ადამიანების ოჯახებში ისე შევიდა, იმდენად გულთან მიიტანეს, რომ ბევრს ნამდვილი ეგონა. ერთმა მკითხა, სადაური გოცირიძეები ხართო? მას ასე სჯერა და რა უნდა უპასუხო?! კბილის ექიმის ისტორიის დროს ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ სერიალი ადამიანების გულებსა და სულებში შევიდა და გულშემატკივრობაც ეს არის. იხილეთ სრულად