ცნობილი დეპუტატის სარძლო, ანუკის ახალი კოლექციის სახე, გოგონა ფრანგული იერით - ვინ არის მოდის სფეროს ახალი ვარსკვლავი, ულამაზესი ლიკუნა სტურუა | Allnews.Ge

ცნობილი დეპუტატის სარძლო, ანუკის ახალი კოლექციის სახე, გოგონა ფრანგული იერით - ვინ არის მოდის სფეროს ახალი ვარსკვლავი, ულამაზესი ლიკუნა სტურუა

დი­ზა­ი­ნერ­მა ანუ­კი არე­ში­ძემ 2025 წლის Resort კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. კო­ლექ­ცი­ის სა­ხელ­წო­დე­ბაა Midnight summer - ANOUKI RESORT 2025 - ასე ჰქვია ანუ­კი არე­ში­ძის ახალ კო­ლექ­ცი­ას, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ფო­ტო­ე­ბი კა­ხეთ­ში, ბუ­ნე­ბა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, მო­დე­ლი ტბის პი­რას ან მინ­დორ­ში პო­ზი­რებს. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე კი ხელ­ში ბატ­კა­ნი ჰყავს.

snapinstaapp-448546220-974480841349050-377994339570939453-n-1024-69551-1718687542.jpg

PHOTO: ABDULLARTUEV

ანუ­კიმ თა­ვი­სი ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის წარ­დგე­ნა დამ­წყებ მო­დელს, ლი­კუ­ნა სტუ­რუ­ას ანდო. გო­გო­ნა 22 წლის არის.

snapinstaapp-448530942-435632669241618-2638977858771422713-n-1024-69589-1718687551.jpg

PHOTO @ABDULLARTUEV

snapinstaapp-448542941-952301470021920-4636673944859636130-n-1024-69605-1718687562.jpg

PHOTO @ABDULLARTUEV

ლი­კუ­ნა სტუ­რუა ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტოს look models management-ს წარ­მო­ად­გენს და მო­დის სფე­რო­ში პან­დე­მი­ის შემ­დეგ, 21 წლის ასაკ­ში გა­მოჩ­ნდა..

გო­გო­ნა 2023 წლის იტა­ლი­უ­რი Elle Spose-ის გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დეს. იქამ­დე იყო Armani-ს ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე, რო­მელ­ზეც შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­მო­ვი­და. ლი­კუ­ნა მა­ნამ­დე კას­ტინგზე ნა­ხეს და მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნათ, ეს იყო მისი პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა მო­დის სფე­რო­ში.

კი­დევ ერთი გა­და­ღე­ბა Elle Japan-ის გა­რე­კა­ნის­თვის იყო. სწავ­ლობ­და მი­ლა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ხრით.

ამ­ბობს, რომ უყ­ვარს კი­თხვა, ქსო­ვა, კე­რა­მი­კა. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, მისი ცხოვ­რე­ბა თმის მოკ­ლედ შეჭ­რის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით მი­ი­ღო.

ლი­კუ­ნა ტიკ-ტოკ­ზეც აქ­ტი­უ­რია, სა­დაც გა­მომ­წე­რე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­ებს წერს და მათ თა­ვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას უზი­ა­რებს. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ამ­ბობს, რომ გა­რეგ­ნო­ბის გამო, ხში­რად ფრან­გი ჰგო­ნი­ათ. ასე მოხ­და ტო­კი­ო­ში და მი­ლან­შიც. იხილეთ სრულად