"სოფოს ცრემლები რომ დავინახე, ძალიან იმოქმედა..." - ქართველი ცოლი და თურქი ქმარი დორტმუნდის სტადიონზე: როგორ "მორიგდნენ" ქართულ-თურქულ ოჯახში დრამატული მატჩის შემდეგ | Allnews.Ge

"სოფოს ცრემლები რომ დავინახე, ძალიან იმოქმედა..." - ქართველი ცოლი და თურქი ქმარი დორტმუნდის სტადიონზე: როგორ "მორიგდნენ" ქართულ-თურქულ ოჯახში დრამატული მატჩის შემდეგ

გერ­მა­ნი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი და ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი თა­მა­ში მსოფ­ლი­ოს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ემო­ცი­უ­რი ამოჩ­ნდა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი სტა­დი­ო­ნი­დან, სა­დაც ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.

თა­მაშს არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი და თურ­ქი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეს­წრე­ბო­და. მათ შო­რის იყო წყვი­ლი, რომ­ლებ­მაც წლე­ბის წინ ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ოჯა­ხი შექ­მნეს. სოფი კე­რე­სე­ლი­ძე და აპი არსლა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში, სა­კუ­თარ ქვეყ­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ.

a7fc6d77-071e-4b39-8e27-61735ed7b246-72368-1718860459.jpg

- სოფო, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით. რამ­დე­ნი ხა­ნია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?

- მე და აპიმ ერ­თმა­ნე­თი 10 წლის წინ, თბი­ლის­ში, გა­ვი­ცა­ნით და ახ­ლაც ჩვენს შვი­ლებ­თან ერ­თად აქ ვცხოვ­რობთ. ერ­თად რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია და­ვა­არ­სეთ, გვაქვს ინ­დუსტრი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ტექ­ნი­კის და და­ნად­გა­რე­ბის შო­უ­რუ­მე­ბი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში (APINOX). ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობთ, დიდ დროს ვა­ტა­რებთ აპის ოჯახ­თან ერ­თად სტამ­ბოლ­შიც. სპორ­ტი ორი­ვეს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს.

- რო­გორ მოხ­ვდით ლე­გენ­და­რულ მატჩზე, რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დით ამ დღის­თვის?

- მატ­ჩის ბი­ლე­თე­ბი ჯერ კი­დევ თურ­ქე­თის ჯგუ­ფი­დან გას­ვლი­სას შე­ვი­ძი­ნეთ. მა­შინ ჯერ არ იყო ცნო­ბი­ლი ვინ იქ­ნე­ბო­და თურ­ქე­თის მე­ტო­ქე. სა­ქარ­თვე­ლო-სა­ბერ­ძნე­თის მატჩსაც ერ­თად ვუ­ყუ­რეთ. სა­ო­ცა­რი ემო­ცია გვქონ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში აღ­ვნიშ­ნეთ. თუმ­ცა, ორი­ვემ ვი­ცო­დით, რომ წინ რთუ­ლი დღე გვე­ლო­და. გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე გვქონ­და ევ­რო­ბას­კე­ტის სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის თა­მა­შის, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლომ სა­ო­ცა­რი თა­მა­ში აჩ­ვე­ნა და გა­ვი­მარ­ჯვეთ, მაგ­რამ შემ­დეგ მო­ე­დან­ზე ქარ­თველ და თურქ კა­ლათ­ბურ­თე­ლებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რა­მაც ცხა­დია ტრი­ბუ­ნებ­ზეც გა­და­ი­ნაც­ვლა. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი დღე, რად­გან ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს და თურ­ქე­თი­დან სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩა­მო­სულ ჩვენს მე­გობ­რებს შო­რის ვი­დე­ქით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას. იხილეთ სრულად