საკვები, რომელიც შეგიძლიათ ღამით მიირთვათ და ჯანმრთელობაც შეინარჩუნოთ
სწორად შერჩეული საკვები არ დააზარალებს თქვენს ჯანმრთელობას.
ძილის წინ შეგიძლიათ წაიხემსოთ - ეს ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს და ავსებს ენერგიის რეზერვებს მეორე დღეს. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორი კერძების არჩევა - ცილების და ჯანსაღი ცხიმების დაბალი შემცველობა.
შეგიძლიათ მოიხმაროთ არაუმეტეს 200 კკალ ერთ ჯერზე.
- ღამით მისაღებ საკვებს შორის ექსპერტები პირველ ადგილზე კალმარებს აყენებენ, რომელიც ცილის ღირებული წყაროა. ეს არის ზღვის პროდუქტების დიეტური ვარიანტი და მდიდარია სასარგებლო იოდით, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.
- ასევე სასარგებლო იქნება სელის თესლის მირთმევა ღამით – შეგიძლიათ დაუმატოთ მაწონს ან ბერძნულ იოგურტს.
- ზოგადად, ექსპერტები იოგურტს და ხაჭოს ღამით ჯანსაღ საჭმელად მიიჩნევენ, მაგრამ მხოლოდ დანამატების გარეშე.