როგორია მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა - ექიმის კომენტარი
მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "კავკასიის მედიცინის ცენტრში" განუცხადეს, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოქალაქე ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.