მეორე ისტორიული მატჩის ემოციური გახსნა: საქართველოს ჰიმნი და ატირებული ქომაგები - კადრები ჰამბურგიდან
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს უპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.
ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძეუკვე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. გერმანიაშია ჩვენი გუნდის ათასობით გულშემატკივარი, ისინი აქტიურად ქომაგობენ ჩვენს გუნდს.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.