"მე და "ჩაკვე" თმას ვიღებავთ"... გიორგი ქოჩორაშვილი თმას იჭრის - რა პირობები დადეს ფეხბურთელებმა და ქომაგებმა პორტუგალიასთან გამარჯვებამდე და ვინ რა შეასრულა? | Allnews.Ge

"მე და "ჩაკვე" თმას ვიღებავთ"... გიორგი ქოჩორაშვილი თმას იჭრის - რა პირობები დადეს ფეხბურთელებმა და ქომაგებმა პორტუგალიასთან გამარჯვებამდე და ვინ რა შეასრულა?

ევრო 2024-ზე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტუ­გა­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ უნდა ეთა­მა­შა, ქარ­თველ­მა ქო­მა­გებ­მა სა­ჯა­როდ და­დეს პი­რო­ბე­ბი, თუ რას გა­ა­კე­თებ­დნენ მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მებ­ზე, მათ შო­რის “ფე­ის­ბუქ­ზე“ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერ­და ე.წ. ას­კე­ზებს. გო­გო­ნე­ბის ნა­წილ­მა მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­თხო­ვე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, ბი­ჭე­ბის ნა­წილ­მა კი - ცო­ლის მოყ­ვა­ნა. ასე­ვე ბევ­რმა დადო პი­რო­ბა რომ და­ი­წყებ­და ყო­ველ­დღი­ურ ვარ­ჯიშს, და­იკ­ლებ­და წო­ნა­ში, გა­ა­ჩენ­და შვილს, შე­ზღუ­დავ­და რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას.

თუმ­ცა, იყო უფრო “გი­ჟუ­რი“ იდე­ე­ბიც. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს...

მა­გა­ლი­თად, მომ­ღე­რალ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა “ფე­ის­ბუ­ქის“ მთა­ვარ ფო­ტოდ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ქან­ჩი (სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია “რაზ­ვად­ნოი კლუ­ჩის“ სა­ხე­ლით) და­ა­ყე­ნა და პი­რო­ბა დადო, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი მო­ი­გებ­და, ფო­ტოს არ შეც­ვლი­და:

“და ასე შემ­რჩა “რაზ­ვად­ნოი კლუ­ჩი“ პრო­ფი­ლის სუ­რა­თად“ - წერს მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

kachkachishvili-53157-1719497247.jpg

მომ­ღე­რალ­მა სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­მა კი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე პი­რო­ბა დადო, რომ მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბაღ­დათ­ში კონ­ცერტს გა­მარ­თავ­და.

stefane-53205-1719497256.jpg

“ახლა ამის დრო არ არის, მაგ­რამ ვინ რა კო­მენ­ტა­რიც და­წე­რა, ის კი არ უნდა ავას­რუ­ლო. რო­მელ­მა იდე­ა­მაც გა­ა­მარ­თლა ის.

გი­ორ­გი ცა­ა­ვას იდეა იყო, ბაღ­დათ­ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა და თა­ნახ­მა ვარ სი­ა­მოვ­ნე­ბით.

ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში რომ ვის­წავ­ლო და რაც იქ ჩა­მო­ნათ­ვა­ლია ავას­რუ­ლო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ტყვე უნდა ვიყო“ - წერს სტე­ფა­ნე და “მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში ადას­ტუ­რებს, რომ კონ­ცერ­ტი მალე გა­ი­მარ­თე­ბა.

“სი­ტყვა სი­ტყვაა...“ - სწო­რედ ამ სი­ტყვე­ბით ამ­ცნო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პი­რო­ბა სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­რაბ ყუ­ფა­რა­ძემ და ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ თმა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში შე­ი­ღე­ბა:

tma-53470-1719497265.jpg

იყო ასე­თი პი­რო­ბას, მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­მე­გობ­როს წევ­რე­ბი ტა­ტუ­ებს დახ­ტუ­ნავ­დნენ. ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის "ტრა­ფიკ თრე­ვე­ლის“ მმარ­თველ­მა პარტნი­ორ­მა, ცოტ­ნე ჯა­ფა­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში თქვა, რომ გა­და­ცე­მის შემ­დეგ სწო­რედ პი­რო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­დი­ო­და.

"ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა დადო პი­რო­ბა რას გა­ა­კე­თებ­და იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი გა­ვი­დო­და ქვეჯ­გუ­ფი­დან. მეც ჩა­ვერ­თე ამ „ჩე­ლენ­ჯში“. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი ჩინ­ჩა­ლა­ძემ თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ქვეჯ­გუ­ფი­დან გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ი­კე­თებ­და პირ­ველ ტა­ტუს - და­ი­ხა­ტავ­და წმინ­და გი­ორ­გის. მეც შე­ვუ­ერ­თდი და 5 კაცი ვართ, ვინც აქე­დან, ეთერს რომ მოვ­რჩე­ბით მივ­დი­ვართ და ტატუ უნდა გა­ვი­კე­თოთ, ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად" - თქვა ჯა­ფა­რი­ძემ.

ქო­მა­გებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დნენ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად GEO TEAM ავ­რცე­ლებს ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თარ პი­რო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

"ჯგუ­ფი­დან თუ გავ­დი­ვართ, მე და "ჩაკ­ვე" თმას ვი­ღე­ბავთ" - ამ­ბობს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია."თმას შე­ვიჭ­რი, ვერ გა­და­ვი­პარ­სავ, მაგ­რამ შე­ვიჭ­რი" - ამ­ბობს გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­ში, რო­მელ­საც GEO TEAM ავ­რცე­ლებს.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა ყვე­ლა­ზე სწრა­ფად შე­ას­რუ­ლა. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მათ ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდე­ბა და ის­ტო­რი­ულ მო­გე­ბას მე­ტად უფრო და­სა­მახ­სოვ­რე­ბელს გახ­დის.