კადრები, რომელიც "ლაივში" ვერ მოხვდა - ეროვნული ნაკრების ბიჭები თბილისის აეროპორტში
აქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.
განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც გამოსასვლელიდან ქართველი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. მათ ტერიტორია ავტობუსით დატოვეს.ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე, ღონისძიება სახელწოდებით, - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" გაიმართება.
გთავაზობთ ფოტოებს, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის "ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს: