"დიმა ობოლაძეს თავი დაანებეთ... არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა" - ბუდუ ზივზივაძე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ეხმაურება დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სიტყვა არ მისცა.
ფეხბურთელი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და საზოგადოებას მოუწოდებს, ობოლაძეზე უარყოფით კომენტარებისგან თავი შეიკავონ."სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, - განაცხადა ზივზივაძემ. მის კომენტარს "იმედი" ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ ღონისძიების ერთ-ერთ მომენტში, პირდაპირ ეთერში ისმის საღამოს წამყვანის, კომენტატორის, დიმა ობოლაძის ხმა, რომელიც ამბობს - "შენ არ გამოდიხარ". ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა ისე, რომ თითქოსდა, ობოლაძე ბუდუ ზივზივაძეს ეუბნებოდა, სიტყვით არ გამოსულიყო.
ამ თემაზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა დიმა ობოლაძემაც.
"ახლა მოვრჩით საღამოს და სქრინებს მიყრიან, ბუდუს ვუთხარი მე თურმე, სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? მსგავსი არაფერი არ ყოფილა, საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან.
შეიძლება სხვას ვუთხარი. უნდა გამოსულიყო ლევან კობიაშვილი სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება მას ვუთხარი. მახსოვს მას ვკითხე, სიტყვით არ გამოდიხარ? და (პასუხი იყო) არა. მორჩა ეგ იყო და ეგ, რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რას იგონებთ?!