როგორ გავუწიოთ პირველი დახმარება მზის დარტყმის დროს? | Allnews.Ge

როგორ გავუწიოთ პირველი დახმარება მზის დარტყმის დროს?

მზეს და დასვენებას მონატრებულებს ხშირად სიფრთხილის ზომები გვავიწყდება და შედეგად შეიძლება გადახურება, ე.წ. მზის დაკვრა ან მზით დამწვრობა მივიღოთ. როგორ მოვიქცეთ სამედიცინო პუნქტში მისვლამდე?

ადამიანის ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება. ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა – მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს.

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის, რომ ზღვაზე შუადღის შემდეგ მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე. ამიტომ, 12:00-დან 18:00-მდე არ არის მიზანშეწონილი სანაპიროზე გასვლა.

რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს ჰიპერთერმიას?

– დასაწყისში აღინიშნება ძლიერი ოფლიანობა, მკრთალი ან მოწითალო ფერის ნამიანი კანი; თუ ოფლიანობა გამოხატული არ არის მაშინ კანი შეხებით ცხელია და მშრალი, რაც ორგანიზმის გაუწყლოების მაჩვენებელია და პროგნოზულად ძალიან ცუდია.

სხეულის ტემპერატურის მომატება (შესაძლებელია 40 C-მდე); ხშირი და სუსტი პულსი; ხშირი, ზედაპირული სუნთქვა; გულისრევა და ღებინება; თავის ტკივილი; შეიძლება გამოიხატოს აგზნება, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა; ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია – დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

- როგორ გავუწიოთ პირველი დახმარება ჰიპერთერმიის დროს?

თუ დაზარალებული გონზეა, სწრაფად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. გახადეთ ტანსაცმელი. დააწვინეთ ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;დაიწყეთ დაზარალებულის გაგრილება. ამისათვის მოათავსეთ დაზარალებულის გარშემო ვენტილატორები ან შეახვიეთ ის სველ ზეწარში. პერიოდულად დაასველეთ ზეწარი წყლით.

მას შემდეგ რაც სხეულის ტემპერატურა ჩამოვა 37.50 ჩ -მდე, შეცვალეთ სველი ზეწარი მშრალით;მიეცით დაზარალებულს ცივი წყალი დასალევად; გახსოვდეთ, რომ მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპერთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება. დაუშვებელია პლაჟზე ქუდის გარეშე გაჩერება. რას გვეტყვით თერმული დამწვრობაზე?

კანი კარგად უძლებს 400ჩ ტემპერატურას, ხოლო ტემპერატურის და ექსპოზიციის დროის მატებასთან ერთად დამწვრობის სიღრმე მატულობს გეომეტრიული პროგრესიით. დამწვრობის კლასიფიკაცია ხდება ქსოვილთა დაზიანების სიღრმის მიხედვით. იხილეთ სრულად