"5-დღიანი ძებნის შემდეგ ბულვარში გარდაცვლილი ვიპოვეთ... ერთი წლის მერე მისი ნახატი აუქციონზე ვნახე, დახატული ჰქონდა ადგილი, სადაც დაიღუპა" - ლაშა ღლონტის ოჯახის უცნაური ამბავი
ალცჰაიმერი ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც შედარებით ნელა, მსუბუქი ფორმებით იწყება და თანდათან მწვავდება. დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე ძირითადი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება, ქცევითი საკითხების გართულება, ამ დროს ალცჰაიმერის მქონე ადამიანები ოჯახთან და საზოგადოებასთან კავშირს თითქმის წყვეტენ. თანდათან სასიცოცხლო ფუნქციებიც ირღვევა და ფატალური შედეგიც დგება. ახლა სწორედ ერთი ასეთი ამბის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკული ფინალი აქვს...
ბათუმში ერთ დროს ცნობილი ადამიანი, საქმის მოყვარული, პროფესიონალი, კარგი გარეგნობის მამაკაცი ალცჰაიმერით დაავადდა. გარშემო ყველას უჭირდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა... საქმე იქამდე მივიდა, რომ, ამ დაავადების წყალობით, ცხოვრება 76 წლის ასაკში ტრაგიკულად დაასრულა. ამ უმძიმესი ამბით მისმა ოჯახმა, ნათესავებმა, საახლობლომ უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი და ტკივილი მიიღო.
გასაოცარი და დაუჯერებელი ამბავი მისი სიკვდილის შემდეგაც მოხდა, რომლის შესახებაც ექიმმა და მომღერალმა ლაშა ღლონტმა გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში მოყვა. ალცჰაიმერით დაავადებული მამაკაცი ლაშა ღლონტის მამა გახლდათ.
ლაშა ღლონტი:
- თავიდან დაიწყო რაღაც შიშებით, მაგალითად, ფანჯარა რატომ არის ღია? უნდა დავკეტო. აკვიატებები ჰქონდა, - სანთებელა, ტელეფონის დამტენი სად არის? - ამას რამდენჯერმე იმეორებდა. შემდეგ ღამე სახლიდან გადიოდა, საქმე მაქვს - მოტივით და მალე მოდიოდა. ჯერ ვერ ვხდებოდით, რა ხდებოდა... დაიწყო ასევე დათვლა, ნივთებს ითვლიდა... მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, იყო არაადეკვატური მოქმედებები. საგნების სხვაგან დადება და დავიწყება, მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა... ბოლო პერიოდში კონტაქტშიც პერიოდულად შემოდიოდა. თავის სამყაროში იყო. დაავადება სხვადასხვა ფაზაში გადადიოდა.
უცებ ისეთი რამ გაახსენდებოდა და ალაგ-ალაგ რომ გვახსოვდა, რომელსაც თვითონ თანმიმდევრულად მოგიყვებოდა. ასევე ჰყვებოდა ამბებს ღრმა ბავშვობიდან. მერე ისევ თავის სამყაროში იკეტებოდა... ჩემი მშობლები ბათუმში ცხოვრობდნენ, მე თბილისში ვიყავი და ერთ ღამესაც დედას გაეპარა. მერე დაურეკავს, რომ გზას ვერ ვპოულობო. სად ხარო? - დედას უკითხავს. აქ შუქები ანთია და ზღვა არისო, - უპასუხია, მაგრამ კავშირი გაწყვეტილა... იმის მერე კავშირზე აღარ გამოსულა. ვეძებდით პოლიციის დახმარებით მთელ აჭარაში, მათ შორის, ქუთაისშიც, თბილისში...
ყველანაირი საშუალება იყო ჩართული... მხოლოდ 5 დღის მერე, ბათუმის ბულვარის ბოლოს გარდაცვლილი ვიპოვეთ, გზა შეშლია, აქეთ უნდა წამოსულიყო და იქით წავიდა. იქ კი მოსახლეობა და სამანქანო გზაც მთავრდება... ვლოცულობდი, რომ ცხედარი მაინც მეპოვა, რადგან დაუსრულებელი უშედეგო ძებნის შემდეგ ვხდებოდი, რომ გარდაცვლილი იყო... ან ზღვამ რომ არ წაიღო... იმ ადგილას სადაც ვიპოვეთ, ჭაობია, მაგრამ ხანდახან ზღვა გადმოდის, მაგრამ იმ დროს ადიდებული არ იყო... შესაძლოა ფეხი დაუსრიალდა, გადავარდა, იქიდან ვეღარ ამოვიდა და გული გაუჩერდა... ამის წარმოდგენაც კი მზარავს... იხილეთ სრულად