ქართველი ფეხბურთელის სკანდალები, კარიერა ჩინეთში და სექსუალური მეუღლე - რა არის ცნობილი ვაკო ყაზაიშვილის პირადზე: წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"
11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ნოდარ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების წევრ, ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმაა.
როგორ დაიწყო ყველაფერი
2022 წელს "შაბათის ფორმულამ" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობითა და ცემით ემუქრებიან. "ფორმულას" ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ისმის 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძის მუქარა, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ "ერთა ლიგის" მატჩში, როცა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო, ძირითად შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი ვერ მოხვდა.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოდიში მოიხადა აღნიშნული ფაქტის გამო.
"ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის - მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის. ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ.
ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება.“ - წერდა ყაზაიშვილი.
მალევე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, ვინც მაროკოსთან მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, სიაში ვერ მოხვდა შემტევი.
ვინ არის ნოდარ ნიშნიანიძე
ნოდარ ნიშნიანიძეზე წლებია, რაც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთანაა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.
ჩანაწერში ნიშნიანიძე ფეხბურთის ფედერაციას ეუბნება, რომ პასუხს ყველას მოსთხოვს - ევროპაში ჩასვლის შემთხვევაში ყველას იპოვიან ის და ლაშა სიხარულიძე, მეტსახელად სუხო, ნაკრებს "გაანახევრებენ". ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად წლებია წითელი ცირკულარით იძებნება ლაშა სიხარულიძეც. უკრაინის ძალოვანი უწყება მათ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ირაკლი მალანიას მკვლელობისთვის ეძებს. იხილეთ სრულად