"ძალიან მიყვარს ვარდები, 6-7 წელია მათი გაშენებით ვარ დაკავებული. ყველას სახელი ვიცი და თავადვე ვუვლი..." - ეკა კახიანის ვარდების ბაღი მცხეთაში
მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი "იმედის" ეთერს სტუმრობდა რუბრიკაში "ჩემი მოგზაურობა". თუმცა სანამ მოგზაურობაზე ისაუბრებდა, მანამდე გაამხილა ვარდებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და საგურამოში მდებარე ეზოში გახარებული ვარდებითაც მოიწონა თავი.