"ტრაგედია ტრიალებს ნახალოვკაში... სამივე გარდაცვლილი ამ უბნელია" - რაჭაში მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები: ცნობილი ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბოდეურის ხიდიდან მსუბუქი მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.ახალგაზრდები რაჭაში თბილისიდან სტუმრად იმყოფებოდნენ. დაღუპულები უბნელები არიან.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ლუკა ჯიქურაძეა.
"ტრაგედია ტრიალებს, ინგრევა მთელ ნახალოვკა ამ ბიჭების ცოდვით. სამივე გარდაცვლილი ნახალოვკელია. სოფელ ხიდაშელებში სტუმრად იყვნენ, იქიდან წამოსვლისას მოხდა ტრაგედია. ორი დღით იყვნენ იყვნენ წასულები. ჩემს ხელში გაზრდილია. ერთი და ჰყავს და ერთი ტყუპი ძმა. ხევში გადავარდა მანქანა. ძალიან კარგი და წესიერი ბიჭი იყო" - გვიყვება გარდაცვლილი ლუკა ჯიქურიძის ახლობელი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.