საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი და რამდენს შეადგენდა სიმძლავრე?
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან დასავლეთით 9 კმ.-ში სოფელ ჭოეთში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4,7 მაგნიტუდა შეადგინა.