თუ ამ პროდუქტებს მაცივრის გარეშე ინახავთ, შეცდომას უშვებთ | Allnews.Ge

თუ ამ პროდუქტებს მაცივრის გარეშე ინახავთ, შეცდომას უშვებთ

ზაფხულის აუტანელ სიცხეებთან ერთად აუცილებელია ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და პროდუქტზე, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე. არსებობს პროდუქტები, რომელიც უცილებლად საჭიროებს მაცივარში შენახვას და ამის შესახებ ვიცით, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი, რომლისთვის ადგილიც, როგორც წესი, სამზარეულოს კარადებში გვაქვს ხოლმე გამოყოფილი, მაცივრის გარეშე გვრჩება, რაც დიდი შეცდომაა.

თხილი და თხილის კარაქი

chc-1721711794.jpg

თუ თხილის და თხილის კარაქის შენახვას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავთ, უმჯობესია ადგილი მაცივარში მიუჩინოთ. თხილეულის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე ოთხ თვემდეა შესაძლებელი, მაცივარში ერთ წლამდე, საყინულეში კიდევ უფრო დიდხანს, რადგან ცოტა წყალს შეიცავს და კარგად იტანს გაყინვას.

ჩირეული

ff-1721711807.jpg

ჩირი, ისევე როგორც თხილი, შეიცავს მცირე რაოდენობით წყალს და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე თვის განმავლობაში თავისუფლად ინახება, თუმცა, თუ მათ შენახვას უფრო დიდი ხნით გეგმავთ, შეინახეთ მაცივარში. ასე ვიზუალსაც შეუნარჩუნებთ და გემოვნურ თვისებებსაც.

ტორტილები

შეიძლება ფიქრობთ რომ ტორტილას მაცივარში შენახვა არ სჭირდება, თუმცა, თუ ეტიკეტს დააკვირდებით, ნახავთ, რომ მაცივარი მასაც სჭირდება. იხილეთ სრულად