"აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი... ოჯახის წევრად ჰყავთ, გაიგივებულია შვილთან" - დემოგრაფი შობადობის კლების მიზეზებზე საუბრობს
საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა,რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წლიდან 2023 წლამდე საქართველოში შობადობა 30%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 59 249 იყო, 2023 წელს 40 214 შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, შობადობა ყოველწლიურად მცირდება.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამბობს, რომ მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შობადობის კლებაა. მარტივად რომ ვთქვათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელთან მიმართებით, ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა არასაკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობის რიცხვი არა თუ გაიზარდოს, არამედ არ შემცირდეს მაინც.
რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს. მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.
"ზოგადად, დემოგრაფიულ პროცესებზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, შობადობა, სიკვდილიანობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ შობადობა მცირდება. 2015 წელს შობადობა იყო თითქმის, 60 000, 2021 წელს უკვე - 45 000, 2022 წელს - 42 000, ამჟამად ეს ჩამოვიდა - 40 000-ზე...წაიკითხეთ სრულად