"მუდმივად მხვდება ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქალის ადგილი არ არის" - პირველი ქართველი გემის მექანიკოსი ქალის გზა სამოდელო სფეროდან მეზღვაურობამდე | Allnews.Ge

"მუდმივად მხვდება ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქალის ადგილი არ არის" - პირველი ქართველი გემის მექანიკოსი ქალის გზა სამოდელო სფეროდან მეზღვაურობამდე

"სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ისევ ამ პრო­ფე­სი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მსურს, მთა­ვა­რი მე­ქა­ნი­კო­სის წო­დე­ბა მო­ვი­პო­ვო. ღმერ­თის ნე­ბით იმე­დი მაქვს, ეს მალე მოხ­დე­ბა", - გვი­თხრა მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვილ­მა... ცოტა ხნის წინ მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც გა­მო­იწ­ვია...

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა, თუ რო­გორ გახ­და გე­მის პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­კო­სი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს?

- მა­რი­ამ, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ბავ­შვო­ბა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და ან ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ად­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა იყო, მაგ­რამ რაც უმ­თავ­რე­სია, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი არ მაკ­ლდა... თი­ა­ნეთ­ში და­ვი­ბა­დე, შვიდ წლამ­დე იქ ვი­ცხოვ­რე და შემ­დეგ ახ­მე­ტა­ში გა­და­ვე­დი. და­ვას­რუ­ლე ახ­მე­ტის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა... სწო­რედ ახ­მე­ტა­ში ცხოვ­რე­ბის დროს გა­მიჩ­ნდა ამ პრო­ფე­სი­ის ინ­ტე­რე­სი.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ გაკ­ვე­თი­ლი რომც მცოდ­ნო­და, მა­ინც ვამ­ბობ­დი, არ ვიცი-მეთ­ქი... არ მიყ­ვარს სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი, ფო­ბია მაქვს, რა­საც სკო­ლა­ში ამ ფორ­მით ვავ­ლენ­დი... რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, დავ­დი­ო­დი კი­დეც კურ­სებ­ზე - ხატ­ვა, ქარ­გვა, მაკ­რა­მე და ასე შემ­დეგ... ხატ­ვა მა­ნამ­დე მიყ­ვარ­და, ვიდ­რე ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­წას­თან არ გა­მას­წო­რა, რად­გან სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძა­რი არ და­ვუ­ხა­ტე... ქი­მია-ბი­ო­ლო­გია კი მას­წავ­ლებ­ლის გამო მიყ­ვარ­და...ზო­გა­დად მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ბავ­შვს სა­განს შე­აყ­ვა­რებს თუ შე­ა­ძუ­ლებს. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­გა­ნი მძულ­და და სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის გამო...

1cbc2149-058d-4991-98dc-674e33ff61b8-47334-1721730724.jpg

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ ამ პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყო­ლო­დით?

- 13 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რომ გა­ვი­გე ამ სფე­როს შე­სა­ხებ და გა­დავ­წყვი­ტე, მეც გავ­ყო­ლო­დი...

- რო­გორ მი­ი­ღო ოჯახ­მა თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- რა თქმა უნდა გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში და­მიდ­გნენ... ბევ­რს უთ­ქვამს, - ვერ შეძ­ლებ სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეო, დე­და­ჩე­მი კი ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, ნუ მო­უს­მენ მათ ლა­პა­რაკს, მთა­ვა­რია მო­ინ­დო­მო და ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წე­ვო. იხილეთ სრულად